ნუ შექმნით კულისებიდან უფრო მეტის გამოტანის შესაძლებლობას - მდინარაძე აშშ-ის მაღალჩინოსანს პასუხობს
განცხადებებში ნუ გექნებათ ისეთი პათოსი, რაც კულისებიდან მეტის გამოტანის აუცილებლობას შექმნის - ასე ეხმაურება ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ბონი ჯენკინსის, განცხადებას.
,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ კულისებში ბევრი ინფორმაციაა, რომლის შესახებაც მმართველ პარტიაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
ძალიან გთხოვთ, ნუ მომთხოვთ, ვინც არ უნდა იყოს, თუნდაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, მისი უმაღლესი თანამდებობის პირი, მისი კონკრეტული განცხადებების მოტივაციას.
კულისებში ბევრი რაღაც არის, რაზეც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ ვლაპარაკობთ.
ყველას ვთხოვ, თავის განცხადებებში ისეთი პათოსი ნუ იქნება, რაც კულისებიდან რაღაც მეტის გამოტანის აუცილებლობას შექმნის და ამის საჭიროება გახდება. ჩვენ ამაზე თავს ვიკავებთ, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ბონი ჯენკინსმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ უაღრესად შემაშფოთებელი იყო ის პირადი თავდასხმები, რაც ელჩ დეგნანზე განხორციელდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე აღნიშნავს, რომ თავდასხმები და დეზინფორმაცია დიდი სქემის ნაწილია რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ, ევროპაში შექმნილი კრიზ