დიახ, მინდა ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველად, რომელიც იცავდა სააკაშვილისა და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც - ლომჯარია

07.10.22 17:41
დიახ, მინდა ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველად, რომელიც იცავდა სააკაშვილისა და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც - ლომჯარია

სახალხო დამცველი პარლამენტის ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძეზე უმრავლესობის წევრის ნინო წილოსანის განცხადებას გამოეხმაურა.

ნინო ლომჯარიას თქმით, მას და მის მიერ შქემნილ ექსპერტთა ჯგუფს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი კობახიძე ტრიბუნიდან დაემუქრა.

ბატონი კობახიძე, რომელიც არის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გამოვიდა და საპარლამენტო ტრიბუნიდან დაემუქრა საქართველოს სახალხო დამცველს და მის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფს, რომ დადგებოდა ჩვენი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ ჩვენ ვიცავდით ადამიანის უფლებებს. მე ვფიქრობ, რომ სწორედ მას არ ჰქონდა ამისი თქმის უფლება და მან ძალიან ბევრი უფლება“ - თქვა ლომჯარიამ.

ლომჯარია  წილოსანის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ ნინო ლომჯარია ხალხს მიხეილ სააკაშვილის დამცველად უფრო დაამახსოვრდება.

დიახ მე მინდა, რომ ხალხს დავამახსოვრდე სახალხო დამცველი, რომელიც იცავდა მიხეილ სააკაშვილის უფლებებსაც და ნებისმიერი სხვა ადამიანის უფლებებსაც, რომლის დაცვაც შეიძლება მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არ იყო მისაღები“, - განაცხადა ლომჯარიამ.
 

მსგავსი სიახლეები