რუსეთის მძიმე ბრალდება საქართველოს - მთავრობა და ძალოვანი უწყებები დუმილის რეჟიმში არიან
რუსეთის ბრალდებებს, ყირიმის ხიდის აფეთქებაში "ქართული კვალის არსებობა დაადასტუროს", ოფიციალური თბილისი დუმილით ხვდება. არც ერთ ქართულ ოფიციალურ უწყებას ამ დრომდე განცხადება არ გაუვრცელებია.
ერთადერთი, ვინც ხელისუფლების წარმომადგენლებიდან კომენტარი გააკეთა, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტის თავმჯდომარე იყო.
ანრი ოხანაშვილს არ უკვირს, რომ ოკუპანტი ქვეყანა ხელს საქართველოსკენ იშვერს.
გიკვირთ, რომ ოკუპანტი ყოველ ჯერზე ბევრ საკითხზე ხელს საქართველოსკენ გამოიშვერს? ოკუპაციის პირობებში ეს გაგიკვირდათ, რომ ვინმემ უსამართლოდ ხელი ჩვენსკენ გამოიშვიროს?
რაც შეეხება შინაარსს, ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დაელოდოთ-ხოლმე შესაბამისი სამსახურების განცხადებებს. სხვა შეფასებაში მე ვერ შევალ. - აღნიშნა ანრო ოხანაშვილმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელმაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი ნივთიერება მიიტანა, ქართული სანომრე ნიშანი ჰქონდა.