რუსეთის ბრალდებებზე უკვე უნდა იმართებოდეს კონსულტაციები უცხოელ პარტნიორებთან - სალომე სამადაშვილი
ფრაქცია ,,ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რეაგირება მოახდინიოს რუსეთის ბრალდებაზე, თითქოს ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებას საქართველოსთან რაიმე კავშირი აქვს.
უკვე უნდა იმართებოდეს კონსულტაციები უცხოელ პარტნიორებთან - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ეს არის შესაძლო პროვოკაცია და ამაზე, ჩემი აზრით, პასუხი უნდა იქნას შესაბამისად მოთხოვილი. როცა არანაირი საბუთი არ არსებობს და მსგავს ბრალდებას აკეთებს რუსეთი, საქართველომ უნდა გააკეთოს განცხადება და თქვას, რომ მსგავსი ბრალდების გაღღერება საბუთის წარდგენის გარეშე არის პროვოკაცია.
ამაზე ჩემი აზრით, უკვე უნდა იმართებოდეს კონსულტაციები უცხოელ პარტნიორებთან - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი, რომლითაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი ნივთიერება მოხვდა, ქართული სანომრე ნიშნებით მოძრაობდა.