რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა - "ოცნება" დუმს
რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა - "ოცნება" დუმს. ხელისუფლებას ამ დრომდე არ განუმარტავს, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა სატვირთო ავტომობილი საქართველოს ტერიტორიაზე, თუკი იმყოფებოდა, 4 -ჯერ იყო თუ არა ის დატვირთული ასაფეთქებელი ნივთიერებით და თუკი ასე იყო, როგორ მოხდა, რომ სასაზღვარო პუნქტმა ეს ვერ აღმოაჩინა? ოპოზიცია ხელისუფლებისგან აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა საქართველო ტერაქტის თანამონაწილედ გამოაცხადა. ინფორმაცია რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა დღეს დილით გამოაქვეყნა.
"ეფესბეს" მტკიცებით, 22 ტონა ტროტილით დატვირთული მანქანა რუსეთში საქართველოდან შევიდა. სატვირთომ ქვეყნის სასაზღვრო პუნქტები მინიმუმ ოთხჯერ გადაკვეთა. მათივე ინფორმაციით, ბომბი რუსეთში ქართულნომრიანი ავტომობილით შეიტანეს და ტვირთის ტრანსპორტირებას საქართველოს მინიმუმ ორი მოქალაქე ემსახურებოდა.