თალაკვაძე მოლაპარაკებებში უფრო კონსტრუქციული იყო, ვიდრე კობახიძე - გიორგი ვაშაძე

24.04.21 17:04
თალაკვაძე მოლაპარაკებებში უფრო კონსტრუქციული იყო, ვიდრე კობახიძე - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას გამოეხმაურა. ვაშაძე ამტკიცებს, რომ თალაკვაძე მოლაპარაკების პროცესში შედარებით კონსტრუქციული მხარე იყო.

თალაკვაძე ნამდვილად ამ მოლაპარაკებებში იყო უფრო კონსტრუქციული მხარე "ქართული ოცნების", გულწრფელად ვამბობ, რაც ხელისუფლებაში მყოფ ძალას უნდა ახასიათებდეს, ვიდრე სხვა მონაწილეები კობახიძის სახით და ა.შ. აქვე ვამბობ, რომ თალაკვაძის გადადგომით უკან ვერ წაიღებს შეთანხმების ვერცერთ კომპონენტს "ქართული ოცნება" - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძემ გუშინ თქვა, რომ მოლაპარაკების დროს  არჩილ თალაკვაძესთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა, რა დროსაც ლამის ჰალსტუხი შემოახია

მსგავსი სიახლეები