წალენჯიხის მერი გამოკითხვაზეა - "გადავცემ ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას"
წალენჯიხის მერი გამოკითხვაზეა - როგორც გია ხარჩილავამ პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე განაცხადა, სამართალდამცავებს ყველა ინფორმაციასა და მოსაზრებას გაუზიარებს.
შეთანხმებისამებრ გამოვცხადდი დაკითხვაზე, გადავცემ ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას, დაკვირვებებსა და მოსაზრებებს"- თქვა ხარჩილავამ.
წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი არ გამორიცხავს, რომ მისი მანქანის დაწვა შესაძლო პოლიტიკური გზავნილი იყოს.
წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას, კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.