მადლობა რატი ბრეგაძეს ამ ინტერვიუსთვის, მის სიტყვებს სასამართლოში გამოვიყენებთ - ვალერი გელბახიანი

13.10.22 13:30
მადლობა რატი ბრეგაძეს ამ ინტერვიუსთვის, მის სიტყვებს სასამართლოში გამოვიყენებთ - ვალერი გელბახიანი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები რატი ბრეგაძის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აანონსებენ. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ვალერი გელბახიანი, აცხადებს, რომ იუსტიციის მინისტრის სიტყვებს სასამართლოში მისსავე წინააღმდეგ გამოიყენებს.

იუსტიციის მინისტრი არის სახელმწიფო თანამდებობის პირი. ყველა მისი განცხადება არის პოლიტიკური განცხადება. ადვოკატის პოზიციიდან შემიძლია, მხოლოდ ერთი რამ თქვა: მადლობა იმ ინტერვიუსთვის, ჩვენ ამ ინტერვიუს სასამართლოზე გამოვიყენებთ, როგორც მტკიცებულებას. 

მე კონტექსტი მხოლოდ ის დავინახე, რომ თუ კანონს მიჰყვება და არა ვიღაცის დავალებას, კანონი იმას ითხოვს, რომ სასამართლოში შევიდეს შუამდგომლობა და ექსპერტიზა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის გამო გადაუვადდეს სასჯელის მოხდა, სხვა უფლებამოსილება არ გააჩნია. - აცხადებს ვალერი გელბახიანი.

ამ წუთებში კლინიკა ,,ვივა მედში" იმყოფება მეუფე ნიკოლოზი, რომელმაც უნდა აზიაროს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები