შეიქმნება თუ არა დიდი ერთობა და ვინ აპირებს, დაეთანხმოს ,,სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივას? ოპოზიციის განმარტებები
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ ქვეყნის საჭიროება მოითხოვს, ,,ენმ" ოპოზიციის გაერთიანების ეპიცენტრში იქნება, თუმცა ნიკა მელია ხელსიუფლების ოპონენტთა ხელოვნურ გაერთიანებებს სკეპტიკურად უყურებს.
ოპოზიციური ერთობა ჩვენ გვინახავს და არაერთხელ. ამ პროცესში ძალიან დიდი როლი შეასრულა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ".
იქ, სადაც ქვეყნის ინტერესი მოითხოვს ნაბიჯის გადადგმას, ბუნებრივია, ,,ნაციონალური მოძრაობა" იყო და იქნება ეპიცენტრში, მაგრამ გაერთიანება არ უნდა იყოს ხელოვნური - აცხადებს ნიკა მელია.
რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, გახარიას გუნდი აცხადებს, რომ კონსულტაციები მათთან აამ ეტაპზე არავის გაუმართავს.
პარტია,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის, განმარტებით, მხარს ისეთ გაერთიანებას დაუჭერს, რომელიც ქვეყანას ევროპული არჩევანისკენ მიმავალ გზაზე ხელს შეუწყობს.
მიზანი უნდა იყოს ტოპ პრიორიტეტი- ანუ ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შენარჩუნება და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
კონსულტაციები არ ყოფილა, დაველოდებით და შემდეგ გვექნება კონკრეტული პოზიციები - განაცხადა ბექა ლულუაშვილმა.
დავდგეთ ერთად! - ,,სტარატეგია აღმაშენებელმა" დღეს პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, გაერთიანდნენ ქვეყნის დასავლური მისწრაფებების ხელშესაწყობად.