მოვუწოდებ კოლეგებს, მხარი დამიჭირონ - ომბუდსმენობის კანდიდატი, იაგო ხვიჩია
სახალხო დამცველის ერთ-ერთი კანდიდატი, ,,გირჩის" წევრი, იაგო ხვიჩია, უკმაყოფილოა იმ შეფასებით, რაც ომბუდსმენობის კანდიდატების შემფასებელმა საპარლამენტო კომისიამ მას დაუწერა.
იაგო ხვიჩია მოუწოდებს კოლეგა პარლამენტარებს, მას მხარი დაუჭირონ ომბუდსმენის პოსტზე.
კომისიის ყველა წევრს არ ვიცნობ, არ ვიცი, რა შრომა, დრო დახარჯეს ამ შეფასებების დაწერაში, მაგრამ იმ დამოკიდებულებით, კრიტერიუმებით, რითაც ეს ქულები დაიწერა, არ აქვს მნიშვნელობა, დაბალი, თუ მაღალი იყო ეს ქულები, ჩემი აზრით, ყველაზე უპასუხისმგებლო ლექტორიც არ მოიქცეოდა ასე.
ჩემი კოლეგებისგან ყოველგვარი მოლოდინი მაქვს, მაგრამ მოვუწოდებ მათ, მხარი დამიჭირონ, რადგან ყველზე უკეთ წარმოვადგენ მათ ინტერესებს იმ ადგილას, სადაც ხალხს ვირჩევთ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ომბუდსმენობის კანდიდატების შემფასებელმა საპარლამენტო კომისიამ არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს ყველაზე მაღალი ქულები მიანიჭა.