"ნაციონალების" დროს ივანიშვილმა შეიძინა ძვირადღირებული მოსასმენი აპარატურა - გუგავა

25.04.21 11:35
"ნაციონალების" დროს ივანიშვილმა შეიძინა ძვირადღირებული მოსასმენი აპარატურა - გუგავა

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გუგავა  შაბათის ეთერში გასულ სკანდალურ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც სუსი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების უკანონო მიყურადების დავალებას გასცემს. გუგავა ამბობს, რომ უკანონო ფარული ჩანაწერები ბიძინა ივანიშვილის ბერკეტია და მას მომავალშიც გამოიყენებს. გუგავა ამტკიცებს, რომ მოსასმენი აპარატურა წინა ხელისუფლების დროს სწორედ ივანიშვილმა შეისყიდა.

აქამდე სხვა გაუკეთებიათ რამე? მუდმივად იყენებდა ის ამ ბერკეტს, დღესაც იყენებს და მომავალშიც გამოიყენებს სანამ ის ხელისუფლებაში იქნება. მეტსაც გეტყვით, თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, სწორედ ივანიშვილმა შეიძინა ძვირადღირებული მოსასმენი აპარატურა," -  ამბობს გიორგი გუგავა.

მსგავსი სიახლეები