ადამიანის ტრაგედიაზე მონადირეები ხართ - ირაკლი ზარქუა ოპოზიციას
ესენი არიან ადამიანის ტრაგედიებზე მონადირენი- პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. ხელსიუფლების ოპონენტებმა დღეს ვაკის ტრაგედიის გამო დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს.
ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ოპონენტები ,,ნაცმოძრაობის" დამაარსებლის, მიხეილ სააკაშვილის, სტანდარტით მოქმედებენ, რომელიც ციხეში ასობით ადამიანს უშვებდა.
სხვას ვერ დაარქმევ, ესენი არიან ადამიანის ტრაგედიებზე მონადირეები. ეს ხაბეიშვილი არის იმ პარტიის სახე, რომელსაც ბელადმა მიაჩვია, საკუთარი თავი რომ გადაერჩინა, დასრულებული არ იყო, იმ წამსვე 10, 100 კაცი უნდა დაეკავებინა, მტყუან-მართალი ჩაეგდოთ ციხეში. ეს იყო ამათი სტანდარტი, მაგალითი.
გამოძიება მიმდინარეობს. ვინც არის დამნაშავე, ვინც გამოიკვეთება, პროკურატურა ჩართულია, ყველა ვნახავთ. ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა, ამ ტონალობაში ვილაპარაკოთ.
მანამდე კი, რასაც თქვენ აკეთებთ, მარაზმია ის, მეტი არაფერი. არ მინდა, კიდევ გავცდე ამ ტონალობას, რადგან ოჯახს ვცემ პატივს. მგონია, რაც არ უნდა ვთქვა, კიდევ მეტ დრამატიზმს შემოიტანს ამ პროცესში. - განაცახადა ირაკლი ზარქუამ.