შადრევნის პროექტი არ შეცვლილა - მერია შალვა ქურიძის წინააღმდეგ

18.10.22 17:11
შადრევნის პროექტი არ შეცვლილა - მერია შალვა ქურიძის წინააღმდეგ

მერია თავის მართლების რეჟიშია. თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ პირდაპირ თქვა, რომ ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაცია იმ პროექტის მიხედვით განხორციელდა, რომელიც შალვა ქურიძემ მოამზადა.

არადა, ცოტა ხნის წინ, პროექტის ავტორმა "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მაღალი ძაბვის ტუმბო შადრევნიდან მოშორებით უნდა დამონტაჟებულიყო.

ბასილაიამ განაცხადა, რომ თავად ქურიძემ ჩაწერა პროექტში, რომ ტუმბო შადრევნის შიგნით უნდა ჩადგმულიყო და სწორედ მას ევალებოდა ხელშეკრულებით, პროექტის მსვლელობისას საპროექტო ზედამხედველობის გაწევა.

ძალიან სამწუხარო განცხადებაა. პირველ რიგში პროექტში არის ნათლად მითითებული, თუ რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს პროექტში.
ჩვენ გიჩვენებთ, მაქვს ამობეჭდილი, ეს არის ჩაძირული ტუმბო მრგვალ შადრევანზე, რომელზეც მითითებულია, რომ უნდა იყოს ჩაძირული. ამიტომაც, ტუმბო გარეთ ვერ იქნებოდა. ეს ტუმბო რომ ყოფილიყო გარეთ, უნდა ყოფილიყო სხვა ტიპის ტუმბო. ჩვენ გვაქვს ნახზი, თუ რამდენი ტუმბო უნდა ყოფილიუყო და აქ არის ისრები, თუ სად უნდა დამონტაჟებულიყო ეს ტუმბოები. კიდევ არის მესამე ნახაზი, სადაც ნათლად ჩანს თუ სად არის ტუმბო და სად უნდა ყოფილიყო პროექტით. მე ვთქვი, რომ სამწუხაროა ავტორის მხრიდან ასეთი განცხადებები, სულ რომ სიმართლეს იძახდეს ეს ადამიანი, მას ევალებოდა ხელშეკრულებით, პროექტის ნებისმიერი ცვლილება, პროექტის მსვლელობისას საპროექტო ზედამხედველობის გაწევა. ეს ადამიანი იყო ჩართული როგორც სამშენებლო პროცესში, ისე გახსნამდე, როდესაც სიუჟეტები მზადდებოდა ტელევიზიებისთვის, ეს ადამიანი ადგილზე იყო, ზუსტად იცოდა როგორ განხორციელდა სამუშაოები და არც ერთხელ მისგან არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა". - ამბობს ბასიალაია.

 

მსგავსი სიახლეები