მერია ადასტურებს, რომ ვაკის პარკის შადრევანში ჩინური ტუმბო იყო დამონტაჟებული
თბილისი მერის მოადგილე ანდრია ბასიალაიამ დაადასტურა, რომ ვაკის პარკის შადრევანი ჩინური წარმოების დანადგარებით მოეწყო, თუმცა რეკომენდაცია პროექტის ავტორისგან სხვა მწარმოებელზე იყო გაცემული.
პროექტში არ შეიძლება ჩაიდოს, მწარმოებელი ქვეყანა. ეს არის პირდაპირ კანონმდებლობის დარღვევა. პროექტში იდება ტექნიკური მახასიათებლები და შესაბამისად, ის წარმოებული პროდუქტი წარმოადგინა, რომელიც აკმაყოფილებდა სტანდარტებს. დიახ, დამონტაჟებული ტუმბო არის ჩინური“. განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
პროექტის ავტორმა შალვა ქურიძემ, ცოტა ხნის წინ, "პირველებთან" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პირდაპირ თქვა, რომ ტექნიკური რეკომენდაცია შესრულებული არ არის.
შალვა ქორიძემ განაცხადა, რომ სისტემაა სხვაა, ჩინურია და არა გერმანული, როგორც ეს მის მიერ იყო მითითებული.