დაკავებულია "მშენ ექსპეერტ სერვისის" დირექტორი დავით თუშიშვილი

18.10.22 17:31
დაკავებულია "მშენ ექსპეერტ სერვისის" დირექტორი დავით თუშიშვილი

"პირველების" ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებულია "მშენ ექსპეერტ სერვისის" დირექტორი დავით თუშიშვილი. 

ინფორმაცია "პირველებს" სანდო წყარომ დაუდასტურა. 

ცნობისთვის, "პირველებისთვის" ცნობილი ხდება რომ  ,,გრინ სერვის +"-ის" ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძეც დაკავებულია.

მომხდარზე გამოძიება გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები