ეკრძალებათ უკრაინაში ბიზნესი, კაპიტალის გატანა - ხოშტარია განმარტავს, რას ითვალსიწინებს უკრაინული სანქცია

20.10.22 19:50
ეკრძალებათ უკრაინაში ბიზნესი, კაპიტალის გატანა - ხოშტარია განმარტავს, რას ითვალსიწინებს უკრაინული სანქცია

,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, განმარტავს, რა შეზღუდვები დაუწესდება ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვას უკრაინული სანქციების გამო.

ხოშტარიას ინფორმაციით, ოლიგარქის ოჯახის წევრებს შეეზღუდებათ უკრაინის ტერიტორიზე ბიზნესის წარმოება, საქონელბრუნვა, უკრაინის ტერიტორიული გზებით სარგებლობა და სხვა მრავალი.

უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა დადგენილებას, რის მიხედვითაც უკრაინამ შემოიღო პერსონალური სანქციები რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ. 

რუსი ოლიგარქების სიაში არიან ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, ასევე დავით იაკობაშვილი.

ამ ადამიანებს, ვინც სანქცირებულთა სიაშია, შეეზღუდებათ სავაჭრო ოპერაციები, უკრაინის ტერიტორიაზე საქონლის ტრანსპორტირების შესაძლებლობა, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა, გაუუქმდებათ და შეუჩერდებათ ყველანაირი ლიცენზია, აეკრძალებათ ქონების პრივატიზაცია, შეეზღუდებათ საკუთრების უფლება და ვერ გამოიყენებენ უკრაინის საჰაერო და ტერიტორიალურ გზებს.

რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ოჯახის წევრების სანქცირება უკავშირდება ოლიგარქ ივანიშვილის საქმიანობას. 

ეს არის გამიზნული ოლიგარქიული საქმიანობის ზეწოლაზე, ამის მთავრი მიზეზია რუსეთთან ამ სასტიკი ომის დროს კრემლთან ივანიშვილის პირდაპირი კავშირები. - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარიას განმარტებით, უკრაინის ხელსიუფლებამ დაასანქცირა არა ჩვენი ქვეყანა, არამედ ოლიგარქ ივანიშვილის ახლო გარემოცვა, რადგან მათ კრემლთან მჭიდრო კავშირები აქვთ.

ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა უკრაინამ გამიჯნა ქართული სახელმწიფო და ის კლანი, რომელსაც მიტაცებული ჰყავს ჩვენი ქვეყანა. ~

უკრაინამ დაასანქცირა არა საქართველო, არამედ პერსონალურად ივანიშვილის გარემოცვა, რომელიც ჩართული კრემლთან კავშირებში. - ამბობს ,,დროას" ლიდერი.

ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება არის გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ ისინიც შეუერთდნენ უკრაინას და დააწესონ სანქციები.

 

 

 

მსგავსი სიახლეები