ხვალ მთელი მსოფლიო ოფიციალურად მოაქცევს სანქციების რეჟიმში ივანიშვილის რეჟიმს - შალვა ნათელაშვილი

20.10.22 20:32
 ხვალ მთელი მსოფლიო ოფიციალურად მოაქცევს სანქციების რეჟიმში ივანიშვილის რეჟიმს - შალვა ნათელაშვილი

საქართველოში ივანიშვილის ანტიადამიანური რეჟიმი დაემხობა - ასე კომენტარს აკეთებს ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვას. 

შალვა ნათელაშვილის პროგნოზით, ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებას მალე შეუერთდებიან მსოფლიოს ქვეყნები. 

ბრძოლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ივანიშვილის დასანქცირებაზე გამარჯვებით გვირგვინდება. გილოცავთ ყველას.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ ვაშინგტონი,  ბრიუსელი და მთელი მსოფლიო ოფიციალურად მოაქცევს სანქციების რეჟიმში ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმს და საქართველოში ეს ანტიადამიანური რეჟიმი დაემხობა - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები