ივანიშვილის ოჯახის დასანქცირება - "ქართული ოცნება" დუმილის რეჟიმშია

21.10.22 11:05
ივანიშვილის ოჯახის დასანქცირება - "ქართული ოცნება"  დუმილის რეჟიმშია

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა და საგარეო საქმეთა სამინისტრო  ოფიციალურ განმარტებას ამ დრომდე არ აკეთებენ. ამის მიუხედავად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა, რომ დიპლომატიური დემარშის ფორმები ღარიბაშვილის მთავრობის მოსაფიქრებელია. 

"პირველების" შეკითხვას, რამდენად სამსართლიანად მოხდა ივანიშვილის ოჯახის და გარემოცვის დასანცქირება, არც მმართველი პარტიის დეპუტატები პასუხობენ.  ელისო ბოლქვაძე პირდაპირ ამბობს, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენელია და კითხვაზე პასუხს არ გასცემს.

ჰკითხეთ „ქართულ ოცნებას“. მე კულტურაში ვარ და არ გიპასუხებთ, ნახვამდის! დაიცადეთდ ა ნახავთ, რა იქნება პასუხი, - ამბობს ელისო ბოლქვაძე. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში,  არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები