რუსეთთან ფლირტი და თამაში არავის გაუვა - გიორგი ვაშაძე

21.10.22 11:23
რუსეთთან ფლირტი და თამაში არავის გაუვა - გიორგი ვაშაძე

ოლიგაქრის დასანქცირების შემდეგ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გრიოგი ვაშაძე ამბობს, რომ რუსეთთან ფლირტიდ ა თამაში არავის გაუვა. ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ უკრაინის ამ ნაბიჯის შემდეგ "ქართული ოცნება" კიდევ უფრო ანტიდასავლური გახდება. 

არ გაუვა არავის რუსეთთან ფლირტი და თამაში. რა შეიძლება ამას მოჰყვეს? ყველა სანქცირებულმა პირმა, ვინც ამერიკის და ევროპის მიერ არის სანქცირებული, გაიარა გზა ჯერ უკრაინის მხრიდან სანქცირების და შემდეგ უკვე სანქცირებულები არიან ევროპის და ამერიკის მხრიდან. რა შეიძლება მოიმოქმედოს „ქართულმა ოცნებამ“? ისინი კიდევ უფრო ანტიდასავლეეთები გახდებიან. არ მჯერა, რომ რამე ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რითაც დემონსტრაციულად რამე გააკეთონ. ამის რესურსი მათ არ გააჩნიათ. მათ ერთადერთი რესურსი გააჩნიათ, საქართველოს მოქალაქეების ტვინებზე ძალადობის, თორემ ქვეყნის გარეთ, ისინი უკვე დამარცხებულები არიან, - თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში,  არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები