"ყველა, ვინც შავს სიაში ხვდება, უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგენს" - ვენისლავსკი ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე

21.10.22 11:36
"ყველა, ვინც შავს სიაში ხვდება, უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგენს" - ვენისლავსკი ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე

"რადგან ივანიშვილის ოჯახის წევრები  შავ სიაში მოხვდნენ, ე.ი. უკრაინის უსაფრთხოებისთვის ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, "- ამის შესახებ უკრაინის რადას თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტისსს თავმჯდომარემ ინგა გრიგოლიას "რეაქციისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ფიოდორ ვენისლავსკიმ პიფდაპირ თქვა, რომ შავ სიაში ისინი  ხვდებიან, ვინც რაიმე კავშირში არიან იმ აგრესიასთან, რომელსაც ოკუპანტი ქვეყანა უკრიანაში ახორციელებს. მისივე თქმით, დასავლეთი როგორც წესი, ომში მყოფი ქვეყნის  დასანქცირებულ პირებს ავტომატურად ასანქცირებს.

ეს გადაწყვეტილება უკრაინაში არის მიღებული დიდი დისკუსიის შემდეგ კოლეგიალური გადაწყვეტილებით უკრაინის უსაფრთხოებისა და დაცვის საბჭოს მიერ. ყველა ადამიანი, ვინც ხდვება ამ შავ სიაში, ისინი წარმოადგენენ საფრთხეს, წარმოადგენენ პრობლემას უკრაინის უსაფრთხოებისთვის. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა გახდა შავი სიის ნაწილი.ჩვენ ვაზიარებთ ჩვენს ინფორმაციას კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც არიან უკრაინის წინაშე დამნაშავეები და ძირითად შემთხვევაში, ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც ეთანხმებიან ჩვენს გადაწყვეტილებას და თუ ჩვენი გადაწყვეტილება დასაბუთებულია, ისინიც იღებენ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას, - განაცხადა ვენისლავსკიმ. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა.  უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

სანქცირებულთა სიაში,  არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები