"სამწუხაროა, რომ ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებენ" - წულუკიანი ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზე
"მტრული გადაწყვეტილება", - ასე აფასებს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანი უკრაინის მიერ ივანიშვილის ოჯახის დასანქცირების საკითხს. მმართველი გუნდის წევრი ისევ ძველ მესიჯბოქსს იმეორებს და ამბობს, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა სურს.
მე პირადად არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებას რაიმე კონკრეტული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს სანქცირებულ პირებზე, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რბილად რომ ვთქვა, რომ ის ქვეყანა, რომელიც თითქოს ამბობს, რომ მეგობარ ქვეყნად, სახელმწიფოდ რჩება, ასეთ მტრულ გადაწყვეტილებებს იღებს. უნდა აღვიქვათ ეს ალბათ როგორ უშიშროების საბჭოდან მომდინარე გადაწყვეტილება და როგორც მორიგი მცდელობა იმისა, რომ საქართველო ჩააბან საომარ მოქმედებებშ, - განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ბრძანება გუშინ გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში, არიან ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი.