,,ოცნება" დღეს გვეუბნება, არ გვაინტერესებს, მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის სტატუსს - ეკა გიგაური

24.10.22 11:18
,,ოცნება" დღეს გვეუბნება, არ გვაინტერესებს, მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის სტატუსს - ეკა გიგაური

,,ქართული ოცნება" სასამართლო კლანს აძლიერებს და ამით საბოლოოდ უკარგავს ქვეყანას შანსს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

სპეციალურად დააბრუნეს უმაღლეს საბჭოში მურუსიძე და გვრიტიშვილი, რომ სტატუსი არ მოგვცენ - ამბობს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობის" ხელმძღვანელი, ეკა გიგაური, რომელზეც კლანის ბოსმა გუშინ იერიში მიიტანა.

,,ქართული ოცნების" მიზანია, გააძლიეროს კლანი სასამართლოში. კლანის წარმომადგენლები კი  აკეთებენ ყველაფერს, რათა სასამართლოში შიგნით მიღწეული იქნას ის მიზანი, რაც ,,ოცნებას" აქვს. სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გვექნებოდა ამდენი პოლიტიკურად მოტივირებული საქმე. 

,,ოცნება" დღეს გვეუბნება, არ მაინტერესებს, რა შეფასებები აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, არ გვაინტერესებს, მივიღებთ თუ არა ევროკავშირის წევრობის სტატუსს, გვაინტერესებს მხოლოდ ჩვენი ძალაუფლება, სკამები. 

ეს მოსამართლეები ადრე ემსახურებოდნენ წინა ხელისუფლებას, დღეს უკვე ამ ხელისუფლებას ემსახურებიან, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, მთავარია ხელისუფლების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება - აღნიშნა ეკა გიგაურმა

მესამე სექტორი მურუსიძის დიდი დაბრუნების შემდეგ რეპრესიების ახალ ტალღაზე მიანიშნებს.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელტა პროგნოზით, ზეწოლის ქვეშ ყველა ის მოსამართლე აღმოჩნდება, ვინც კლანისგან გამჯვნას ცდილობს და დამოუკიდებლობა უნდა.

 

მსგავსი სიახლეები