ანტიამერიკული მოძრაობა სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმებს განაგრძობს - სოზარ სუბარის განცხადება
პირველი ეტაპის ამოცანა შევასრულეთ, თუმცა საფრთხეები ჯერ კიდევ განეიტრალებული არ არის - ამის სესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალას" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა, განაცხადა.
ანტიდასავლური დაჯგუფების წევრი სასტუმრო ,,რედისონში" გამართულ შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს თავს კიდევ ერთხელ დაესხა.
პირველი ეტაპის ამოცანა ჩვენმა მოძრაობამ საზოგადოებასთან ერთად წარმატებით შეასრულა, თუმცა საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის განეიტრალებული.
უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში გააქტიურდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ღია მუქარები. უკრაინის ხელისუფლებამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე სანქციების სიაში შეიყვანა საქართველოს 4 მოქალაქე.
ყველამ მოვისმინეთ, ბატონი არესტოვიჩი როგორ ამბობდა, რომ ჰყავს მილიონამდე შეიარაღებული პირი, რომლებსაც გამოუჩნდებათ საქმე საქართველოში.
შემაშფოთებელი ის არის, რომ საქართველოში იარაღით ხელისუფლების შეცვლისკენ მსგავსი მოწოდება რამდენიმე კვირის წინ ამერიკელმა კონგრესმენის, ადამ კიზინგერისგანაც მოვისმინეთ. ხოლო ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ მსგავსი მოწოდებები გამოხატვის თავისუფლების ნაწილია და მეტი არაფერი. - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ბიძინა ივანიშვილის ტაქტიკური გადაჯგუფება - ,,ქართული ოცნების" წევრები რადიკალთა დაჯგუფებაში გადადიან.
ყაველაშვილი - სუბარი - ხუნდაძის დანაყოფის ახალი წევრები ძირითადად რეგიონების საკრებულოების მოქმედი თანამშრომლები არიან.