"ან არ აქვს ინფორმაცია, ან მიზანმიმართულად პოლიტიკურ მესიჯს აჟრერებს" - მესამე სექტორი მურუსიძის სკანდალურ განცხადებაზე
ლევან მურუსიძის სკანდალურ განცხადებას მესამე სექტორში ეხმაურებიან. "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელის თქმით, მურუსიძეს ან არ აქვს სათანადო ინფორმაცია რას ნიშნავს ეს გაცვლითი პროგრამები ან უბრალოდ ამას მიზანმიმართულად პოლიტიკურ მესიჯად იყენებს.
ძალიან სამწუხაროა ასეთი განცხადებები და ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მას ან არ აქვს სათანადო ინფორმაცია რას ნიშნავს ეს გაცვლითი პროგრამები ან უბრალოდ ამას მიზანმიმართულად პოლიტიკურ მესიჯად იყენებს. ნაცვლად იმისა რომ დღეს ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც არის მართლმსაჯულების რეფორმის გატარება, აი ამაზე მუშაობის ნაცვლად ასეთი ტიპის განცხადებები და მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციებზე თავდასხმები ცხადია არ არ ეხმარება ჩვენს ევროინტეგრაციას და მართლმსაჯულების ცვლილებებს და რეფომრების გატარებას“ - აცხადებს ნინო დოლიძე
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით კი ამერიკაში ქართველი მოსამარლები ექსკურსიაზე ნამდვილად არ დადიან, რასაც მურუსიძე ამტკიცებს.
,,შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ბევრს აკეთებს იმისთვის რომ საქართველოს სასამართლო სისტემა განვითარდეს, ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერების გზით. ამიტომ ვფიქრობ რომ ვიზიტები, რომლებიც არ არის რა თქმა უნდა ექსკურსია და ეს არის სასწავლო ვიზიტები და ემსახურება მოსამართლის ცოდნის გაღვაბებას არის ეფექტიანი და შედგენი და ჩვენ ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში აუცილებლად დავინახვთ“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნებული ლევან მურუსიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს ესხმის. მისი მტკიცებით, ამერიკაში ქართველი მოსამარლები არა სასწავლებლად, არამედ ექსკურსიებზე დადიან და შენობებს ათვალიერებენ.