ქართველი ორჯონიკიძეები ცდილობენ, საქართველოს ინტერესები დააზიანონ - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

27.10.22 13:52
ქართველი ორჯონიკიძეები ცდილობენ, საქართველოს ინტერესები დააზიანონ - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

ეს დაუცხრომელი სამეული, ქართველი ორჯონიკიძეები - ასე ეხმიანება პარლამენტის პარლამენტის საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარე ზურა ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძისა და ელენე ხოშტარიას მოწოდებას, რომ ხელისუფლებათან დებატებში დასხდნენ.

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპონენტთა ეს სამეული მაქსიმალურად ცდილობს საქართველოს ინტერესების დაზიანებას და მათ რომ რეალურად კანდიდატის სტატუსი აინტერესებდათ, სამუშაო ჯგუფებში მიიღებდნენე მონაწილეობას. 

ეს დაუცხრომელი სამეული, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ საქართველოს ინტერესები დააზიანოს, ტყუილ-მართალის ერთმანეთში არევით ცდილობს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. 

ესენი არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოს ამ გზაზე სიარულში ხელი შეუშალონ.

მათ თუ საქმე აინტერესებდათ, რაიმე საკითხზე დებატი აინტერესებდათ, რაიმე რეკომენდაციაზე კონკრეტული მუშაობა აინტერესებდათ, თავიანთი კონკრეტული პოზიციის ჩვენება აინტერესებდათ, ამისთვის არსებობდა ეს სამუშაო ჯგუფები, - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

მსგავსი სიახლეები