"ვერ ვიტყოდი, რომ სწორი შეფასებაა" - მოქმედი მოსამართლეები მურუსიძის წინააღმდეგ

27.10.22 15:46
"ვერ ვიტყოდი, რომ სწორი შეფასებაა" - მოქმედი მოსამართლეები მურუსიძის წინააღმდეგ

ლევან მურუსიძის ბრალდებებს თითქოს შტატებში მოსამართლეები ექსკურსიაზე დადიან და შენობებს ათვალიერებენ დილიდან ეხმაურებიან სისტემის მოქმედი მოსამართლეებიც.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ამბობს, რომ მურუსიძის შეფასება არასწორია: 

ვერ ვიტყოდი, რომ სწორი შეფასებაა. არამარტო სასამართლოს თანამშრომლები, არამედ არაერთი საჯარო მოხელე მონაწილეობს გაცვლით პროგრამებში. საერთაშორისო გამოცდილებას ზალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, ამ ყველაფრისთვის ექსკურსიის დარქმევა, სულ ცოტა არასწორია. წლების მანძილზე დანერგილი პრაქტიკაა, რომ ვახდენთ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, სამართალი და კვალიფიკაცია ისე ვერ განვითარდება. ვფიქრობ, რომ თითოეული მოსამართლე ამ აზრზე არის"- განაცხადა მადონა მაისურაძემ. 

კიდევ ერთი მოსამართლე თეა ნიკოლაიშვილი  ამბობს, რომ მათთვის ორდღიან ტრეინიგგსაც კი ძალიან დიდი ეფექტი აქვს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაბრუნებული ლევან მურუსიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს თავს ესხმის. მისი მტკიცებით, ამერიკაში ქართველი მოსამარლები არა სასწავლებლად, არამედ ექსკურსიებზე დადიან და შენობებს ათვალიერებენ. 

მსგავსი სიახლეები