ვირთხასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ დაყროყინებით იქცევს ყურადღებას - ვოლსკი გახარიაზე
რატომ მოიხსენია გიორგი გახარიამ ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილი? ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის, შეფასებით, საზოგადოებას უკვე დაავიწყდა ყოფილი პრემიერი, მისი პოლიტიკური აქტივობა და ,თუ არა ესეთი დაყროყინება, არა მგონია, რომ შეუძლია, ყურადღება მიიქციოს.
ბიძინა ივანიშვილს რაიმე ისეთი გადაცდომები არ აქვს, რომ ის ოლიგარქად მოიხსენიო - მიჩნია ასევე გიორგი ვოლსკის.
არ მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც გარკვეული ურთიერთობა გააჩნდა თუნდაც ბიძინა ივანიშვილთან, მის გუნდთან, რაიმე რეალური ჰქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ დარღვევები, ან გადაცდომები არსებობს, რომელსაც შეიძლება თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია, რაიმე სხვა საფუძველი ჰქონდეს.
არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში იგი როგორც პოლიტიკოსი და როგორც თუნდაც პიროვნება, საუკეთესო მხრით წარმოდგა.
ვირთხასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით.
დაავიწყდა საზოგადოებას, მის დიდ ნაწილს, გახარიას არსებობა პოლიტიკურ ველზე და თუ არა ესეთი დაყროყინება, არა მგონია, რომ შეუძლია, ყურადღება მიიქციოს. - განაცხადა ვოლსკიმ.
მორიგი შტურმი გიორგი გახარიაზე - ცეცხლი „ოცნების“ სახელით თავდაპირველად დიტო სამხარაძემ გახსნა. კრისა, არაკაცი და ქალოია - ასეთი ეპითეტებით ყოფილ თანამებრძოლს „მშვიდობიანი მომიტინგეების“ გინებაში მხილებული მდუმარე დეპუტატი ამკობს.
თავდასხმა გიორგი გახარიაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ ყოფილმა პრემიერმა მოლდოველი ოლიგარქის დასანქცირების შემდეგ ,,ტვიტერზე" დაწერა, რომ ოლიგარქია ყველაზე დიდი მტერია და ივანიშვილსაც იგივე უწინასწარმეტყველა.