2021 წელს ყველაზე მაღალ 2 415 ლარიან ხელფასს მენეჯერები იღებდნენ

31.10.22 15:22
2021 წელს ყველაზე მაღალ 2 415 ლარიან ხელფასს მენეჯერები იღებდნენ

საქსტატის განახლებული ინფორმაცია - 2021 წლის მონაცემებით, დაკავებული თანამდებობების/პოზიციების მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – მენეჯერების პოზიციაზე გამოვლინდა (2 414.7 ლარი). 

ხოლო საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი მოცულობა – არაკვალიფიციური მუშაკების პოზიციაზე დაფიქსირდა (674.1 ლარი).

2021 წლის საშუალო თვიური ხელფასი შესაბამისი პოზიციების მიხედვით:

  • მენეჯერები - 2 414.7 ლარი;
  • სპეციალისტი-პროფესიონალები - 1 337.7 ლარი;
  • ტექნიკოსები და დამხმარე სპეციალისტები - 1193.7 ლარი;
  • ხელოსნები და მონათესავე სფეროების მუშები - 1 178.6 ლარი;
  • ოფისის დამხმარე პერსონალი - 1 144.6 ლარი;
  • დანადგარებისა და მოწყობილობების ოპერატორები და ამწყობები - 1 112.1 ლარი;
  • მომსახურებებისა და გაყიდვების სფეროებში დასაქმებული პირები - 911.6 ლარი;
  • სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული კვალიფიციური მუშაკები - 791.5 ლარი;
  • არაკვალიფიციური მუშაკები - 674.1 ლარი.

ამასთან, ირკვევა, რომ კაცების ხელფასი ყველა პოზიციაზე აღემატება ქალების ხელფასს.

მსგავსი სიახლეები