ტრენერი ვარ, რუსეთში ჩაბარება მეგობარმა ქოუჩმა მირჩია - ომბუდსმენობის კანდიდატი

31.10.22 16:05
ტრენერი ვარ, რუსეთში ჩაბარება მეგობარმა ქოუჩმა მირჩია - ომბუდსმენობის კანდიდატი

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტში, ომბუდსმენობის კანდიდატს ნუგზარ კოხრეიძეს უსმენენ.

კოხრეიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ რუსეთში 2018-2020 წლებში გავლილ გადამზადებასთან დაკავშირებით ჰკითხა.

მე საერთაშორისო ტრენერი ვარ, ბევრი მიმართულებით ვარ ტრენერი, მაგრამ ერთ-ერთი არის პიროვნული განვითარება და პიროვნული განვითარების ნაწილში ეს სკოლა, რომელიც მე დავასრულე, მე ამ სკოლის მასალებით ვსარგებლობდი ჯერ კიდევ 1997 წლიდან.

ძალიან პროფესიულ ამბავს გიყვებით. ეს არის იმდენად საინტერესო მიდგომა და მასალები, მას ჰქვია სინტონ მიდგომა, ანუ პიროვნული განვითარების ძალიან დიდი ციკლია. მე ვიყავი დაინტერესებული ამ მიდგომებით და ჩემმა მეგობარმა, რომელიც ასევე არის პიროვნული განვითარების საკითხებში ქოუჩი და ა.შ. მირჩია, რომ მოვხვდებოდი იმ ადამიანთან, ვის წიგნებსაც ვიყენებდი ჩემს პიროვნული განვითარების პროგრამებში. ამიტომ ჩავაბარე მასთან"- თქვა კანდიდატმა. 

დეპუტატი ზარქუა დაინტერესდა, დგას თუ არა კოხრეიძის პიროვნული განვითარება, მათ შორის ქოუჩი, ტრენინგი, ფსიქოლოგიური კონსულტირება რუსულ მოდელზე?, რაზეც ომბუდსმენობის კანდიდატმა თქვა, რომ „არა, არ დგას რუსულ მოდელზე".

თვითონ ეს სკოლა არ დგას რუსულ მოდელზე. რუსეთში კი არის, მაგრამ მათი მიდგომები არ არის რუსული. ავტორი არის რუსი, მაგრამ მიდგომები არ არის. მიდგომები არის იგივე, რაც დასავლეთშია პოპულარული“, დასძინა  კანდიდატმა.

 

მსგავსი სიახლეები