არსებობენ თუ არა საქართველოში ოლიგარქები - ომბუდსმენობის კანდიდატი "ოცნების" კითხვებს პასუხობს

31.10.22 16:16
არსებობენ თუ არა საქართველოში ოლიგარქები -  ომბუდსმენობის კანდიდატი "ოცნების" კითხვებს პასუხობს

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა განახლდა. ომბუდსმენობის კანდიდატი ნუგზარ კოხრეიძე მმართველი გუნდის წევრების შეკითხვებს პასუხობს.

დავით მათიკაშვილმა კოხრეიძეს ჰკითხა არსებობენ თუ არა ჩვენს ქვეყნაში ოლიგარქები და ვინ შეიძლება იყვნენ ასეთები, რაზეც სახალხო დამცველობის კანდიდატმა უთხრა, რომ "თუ ამ კანონს მივიღებთ, მასში ძალიან ბევრი შეიძლება მოხვდეს".

მათიკაშვილის შეკითხვა შეეხებოდა ასევე მედია თავისუფლებასაც, რაზეც კოხრეიძემ 5 ივლისის მოვლენები მოიყვანა მაგალითად.

„5 ივლისის მოვლენებია ამ დოკუმენტში მოყვანილი მაგალითად. გარემო არის დაპირისპირებული. ჩვენ გვაკლია დიალოგის რეჟიმი“- განაცხადა კოხრეიძემ. 

მათიკაშვილმა ასევე კოხრეიძის ჰკითხა, არის თუ არა პარლამენტი ლეგიტიმური, რაზე სახალხო დამცველის კანდიდატმა დადებითი პასუხი გასცა და თქვა, რომ ლეგიტიმურია.

ასევე სხდომაზე იყო ირაკლი ზარქუას შეკითხვაც, რამდენად მისაღებია სახალხო დამცველის კანდიდატისთვის ნინო ლომჯარიას განცხადებები.

ზარქუა: თქვენი გადმოსახედიდან ნინო ლომჯარიას განცხადებებიდან რა არის მიუღებელი, რომელსაც თქვენ არასოდეს გააკეთებთ.

კოხრეიძე: გარკვეულწილად, სადღაც რაღაცა საკითხებში, უფრო მეტი სიფრთხილის გამოვლენა.
 

მსგავსი სიახლეები