სასამართლო დამოუკიდებელია, ქვეყანაში ოლიგარქიის პრობლება არ დგას - სახალხო დამცველის კანდიდატი
დამოუკიდებელია თუ არა სასამართლო ხელისუფლება და არის თუ არა ქვეყანაში ოლიგარქიის პრობლემა? - ეს კითხვები ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სახალხო დამცველობის კანდიდატს გიორგი მარიამიძეს დაუსვეს.
მარიამიძის თქმით, სასამართლო დამოუკიდებელია და ქვეყანას ოლიგარქიის პორბელმა არ აქვს
„მე ვიტყოდი, რომ სასამართლო დამოუკიდებელია. მე არ შემხვედრია, რომ რაღაცა პოლიტიკური ჯგუფის შედეგად, სასამართლოს რაიმე ზეგავლენა მოეხდინა. რაც შეეხება ოლიგარქიას, არ არის ამის პრობლემა იმ თვალსაზრით, რომ ოლიგარქები რომ უფრო ზრუნავდნენ ქვეყნის განვითარებაზე უკეთესი იქნება“. - ამბობს მარიამიძე.
პარლამენტი ომბუდცმენობის კანდიდატების შერჩევას აგრძელებს. ამ წუთებში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სერგო მახარაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.