"დებიძინიზაცია" არ იქნება - "ოცნების" კიდევ ერთი უარი ევროკავშირს

31.10.22 20:12
"დებიძინიზაცია" არ იქნება - "ოცნების" კიდევ ერთი უარი ევროკავშირს

გავლენა მედიაზე, 250 მილიონი ლარი ანგარიშზე და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა. ყველა ვინც ამ სამ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს ოლიგაქად გამოცხადდება. „ქართლმა ოცნებამ“ დღეს პარლამენტში ისეთი კანონოპექტი წარადგინა, რომელიც ბიძინა ივანიშივლის ოლიგარქად გამოცხადების შანსების მინიმუმამდე ამცირებს. 

„დეოლიგაქრიზაცია ნიშნავს დეივანიშვილიზაციას“ - ევროპარლამეტარების ეს განმარტება „ოცნებისთვის“ არაფერს ნიშნავს. სწორედ ამ საკითხზე მიუთითა ოპოზიიამ ოცნებას კომიტეტზე, რომელსაც ფაქტობრივად მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს. 

„დეივანიშვილიზაცია არ იქნება“ - კანონი „ოცნებამ“ ივანიშვილს ისე მოარგო, რომ ოლიგარქი ისევ ხელშეუხებელი იქნება. სამაგიეროდ, ხელისუფლება პოლიტიკური რეპრესიების ახალ კანონს მიიღებს. ოლიგაქრებად შერაცხავენ ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილს, ყველას ივანიშვილის გარდა. სწორედ ამიტომ  მმართველი გუნდი უარს ამბობს კანონპროექტი გადაუგზავნოს ვენეციის კომისიას.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ უკრაინულიდან სიტყვა სიტყვით ნათარგმნ დოკუმენტს საერთაშორისო მხარდაჭერა არ ექნება და შესაბამისად ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნაც მათ მიერ მომზადებულ კანონზე წინასწარ იცის. 

"ქართული ოცნების" კიდევ ერთი უარი ევროკავშირს" - ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები