კალაძის გადარჩენის სპეცოპერაცია - „ოცნების“ დეპუტატები დღეს საკრებულოს სხდომიდან შატალოზე წავიდნენ
კახი კალაძის გადასარჩენად „ქართული ოცნების“ დეპუტატები დღეს საკრებულო სხდომიდან შატალოზე წავიდნენ. ვაკის პარკის შადრევანში 13 წლის ბავშვის სიკვდილის მიზებზე მსჯელობსითვის საგანგებო სხდომა დღეს ოპოზიციამ მოიწვია, თუმცა დარბაზში მმართველი პარტიის არც ერთი დეპუტატი არ შესულა.
ტრაგედიიდან სამი კვირის შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ პასუხგაუცემელი კითხვები, როგორც ჩანს, აღარ დარჩა.
წინასწარი მოკვლევით დგინდება, რომ ვაკის პარკის დატრიალებული ტრაგედიამდე მაღალი თანამდებობის პირების გულგრილობამ მიგვიყვანა.
„პირველების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თბილისის მერს კახი კალაძეს ხელშეკრულება ავალდებულებდა შადრევანი გახსნამდე გადმოებარებინა, გადმობარების დროს კი შეემოწმებინა დამიწების კონტრული ნახაზი. კალაძეს ხელშეკრულება რომ არ დაერთვია და წესები დაეცვა გადმობარების დროს ნახავდა, რომ არ არსებობდა დამიწების სისტემად შესაბამისად 13 წლის მარიტას სისცოცხლის გადარჩენა შესაძლებელი იქნებოდა. ოპოზიცია ფიქრობს რომ კონკრეტული მტკიცებულებით შეშინებული მერი დაიმალა.
ოპოზიციის მოწვეული სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ არ დანიშნა. გიორგი ტყემალაძე დღეს თავის მართლების რეჟიმში იყო. ამბობს, რომ ვაკის პარკის მკვლელ შადრევანში 13 წლის ბავშვის სიკვდილის თემაზე კითხვები მასაც აქვს, თუმცა იმედი აქვს, რომ ამ კითხვებს გამოძიება უპასუხებს.
"კალაძის გადარჩენის სპეცოპერაცია" - ნახეთ, ანა მდივანი რეპორტაჟში.