დაამშვიდეთ ახლა, ან ვალერიანი დაალევინეთ - წითლიძე ოხანაშვილს
ხმაური პარლამენტში - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის მწვავე კრიტიკამ წყობიდან გამოიყვანა.
ოხანაშვილი ისე გაღიზიანდა, რომ სალომე სამადაშვილს მიკროფონიც კი გამოურთო.
ოპოზიციამ „ოცნებას“ პირდაპირ შეახსენა, თუ რას და ვის გულისხმობს ევროკავშირი დეოლიგარქიზაციაში და რომ ერთადერთი ოლიგარქი ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი.
ბოლოს საქმე იქამდე მივ8იდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ოხანაშვილს ურჩია დამაშვიდებელი მიეღო.
„ეხლა სად მარხია ძაღლის თავი. პირველ კურსზე იურისტებს გვასწავლიან იმას, რომ ერთი ქვეყნიდან სამართლებრივი ნორმის კოპირება ისე, რომ ადგილობრივი სპეციპიკა არ იყოს გათვალისწინებული, თქვენ კარგად იცით, რომ ეს ასე არ ხდება. უბრალოდ, ეს ასე გაწყობთ პოლიტიკურად. დაამშვიდეთ ახლა, ან ვალერიანი დაალევინეთ, რაღაცა ქენით ახლა, არაადეკვატურია.
წარმოუდგენელია ახლა ის კანონი მიიღოთ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად გამოაცხადებს".- თქვა ანა წითლიძემ.