თალაკვაძე არის შედარებით ნაკლები ნეგატივის მქონე ფიგურა - ჩიხლაძე

26.04.21 15:20
თალაკვაძე არის შედარებით ნაკლები ნეგატივის მქონე ფიგურა - ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, სერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ არჩილ თალაკვაძე "ოცნებაში" შედარებით კონსტრუქციული ფიგურაა და შესაძლოა, მისი კანდიდატურა მერობის არჩევნებზე დააყენონ.

დიდი ალბათობით კალაძე არ იქნება კანდიდატი და შესაბამისად "ოცნებაშიც" თალაკვაძე არის შედარებით ნაკლები ნეგატივის მქონე და შედარებით კონსტრუქციული ფიგურა, რაც მოლაპარაკებებმაც დაადასტურეს, შესაბამისად არ გამოვრიცხავ, რომ ის იყოს წარდგენილი "ოცნების" მხრიდან,"- ამბობს სერგო ჩიხლაძე. 

არჩილ თალაკვაძე შესაძლოა, "ოცნებამ" თბილისის მერობის კანდიდატად დააყენოს