ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია - ნიკა მელია

01.11.22 13:21
 ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია - ნიკა მელია

თეა წულუკიანის განცხადებას, ის სადაც ოლიგარქებად ბიძინა ივანიშვილის გარდა ყველას მოიაზრებს, ოპოზიციაში უპასუხეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი, რომელსაც "ქართულ ოცნებაზე" კონტროლი აქვს აღებული, სწორედ ბიძინა ივანიშვილია. 

ქვეყანაში არსებობს ერთადერთი ოლიგარქი. ოლიგარქი, რომელსაც აქვს უდიდესი არა გავლენა მართვის სადავეებზე „ქართული ოცნების“, არამედ თავიდან ბოლომდე კონტროლი. აქ საუბარი მეორე რომელიმე ცალკე აღებულ პერსონალზე, როდესაც ვსაუბრობთ ოლიგარქიატზე, ვერ იქნება. მთელმა ცივილურმა სამყარომ იცის, განსაკუთრებულად, ყველა ქომაგმა ჩვენი ქვეყნის, რომ ერთადერთი ოლიგარქი არის ბიძინა ივანიშვილი, - თქვა მელიამ.

მსგავსი სიახლეები