სახეზეა სახელმწიფო ქონების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ნადირაძე კალაძეს პასუხობს

01.11.22 13:25
სახეზეა სახელმწიფო ქონების გაფლანგვა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება - ნადირაძე კალაძეს პასუხობს

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე ,,პირველებთან" ამბობს, რომ კახა კალაძეს პროკურატურაში მისვლა ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს. საქმე ეხება მილიონნახევარი ლარის ქონებას, რომელიც ,,შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული მტკიცებულბებით კალაძემ ათჯერ უფრო ნაკლებ ქონებაში პრემიერ ბახტაძის გარემოცვის წევრს გადასცა. 

ნადირაძის თქმით, ადგილი აქვს დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას და სახელმწიფო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. 

რაც არ უნდა გვიმტკიცოს კახი კალაძემ, რომ ასეთი საქმე არ არსებობს და არ მიმდინარეობს ჩვენს ხელთ არის ოფიციალური დოკუმენტები, მივმართეთ პროკურატურასაც, გამომდინარე იქედან,  რომ არის მაღალი საზოგადობრივი ინტერესი, გააკეთოს განმარტებები როდის დაიკითხება კახა კალაძე.

ადგილი აქვს დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების გაფლანგვას და სახელმწიფო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. თუ ჩვენი არ ჯერა, იმედია, მათივე პროკურატურას დაუჯერებს და მოუწევს ამ ხალხისთვის პასუხების გაცემა“ -  აცხადებს ირაკლი ნადირაძე. 

ცნობისთვის, დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ არ იცოდა თუ კი მისი ხელმოწერით ფიქტიური პირებისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთები პროკურატურის გამოძიების საგანი გახდა.

კახა კალაძის თქმით, შოთაძის უწყებას მერიის არცერთი თანამშრომელი გამოკითხვაზე არ დაუბარებია. 

მსგავსი სიახლეები