პრაიმერისი ოპოზიციას დაქსაქსავს - ნიკა მელია
„ნაციონალური მოძაობა“ პრაიმერისის იდეას არ ეთანხმება. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ წინასწარი არჩევნების შემთხვევაში, ყველა პოზიციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და სხვა პარტიებს პარლამენტში, ან მთავრობის შემადგენლობაში შესვლის შანსიც კი არ ექნებათ.
მელიას განცხადებით, პრამიერისი არ არის ის მექანიზმი, რომელიც ოპოზიციას გააერთიანებს. მისი თქმით, ეს მექანიზმი ოპოზიციას პირიქით დაქსაქსავს.
შარშან ან შარშანწინ ჩვენ პრაიმერისის წესით რომ შეგვერჩია მერობის კანდიდატები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მაჟორიტარობის კანდიდატები, ან შარშანწინ იგივე რომ გაგვეკეთებია, ხომ ყველგან გაიმარჯვებდა „ნაციონალური მოძრაობა“? ყველა ნომინირებულ პოზიციაზე გაიმარჯვებს „ნაციონალური მოძრაობა“. მარტივი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, ახლა სულ სხვა საკითხია, თუ ჩვენ ხელოვნურად შევზღუდავთ "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა მონაწილეობას ამ შეჯიბრებითობაში, რა თქმა უნდა, ეს ასე მოხდება და თუკი მოხდება, ეს იქნება უსამართლობა და ამას არავინ არ დაეთანხმება. როდესაც რაიმე ტიპის რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ერთობაზეა საუბარი, ძალიან გთხოვთ გაიაზროთ, რომ ეს არათუ გააერთიანებს ოპოზიციას, არამედ დაქსაქსავს“. - ამბობს ნიკა მელია.
ოპოზიცია პრემიერობის საერთო კანდიდატის არჩევას წინასწარი არჩევნებით აპირებს. "პირველებმა" ოპოზიციის სამუშაო დოკუმენტი მოიპოვა, სადაც თამაშის წესებია გაწერილი.
ირკვევა, რომ პრაიმერისში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი მიიღებს და პრემიერობის კანდიდატსაც ისინი დაასახელებენ.
ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ საპარლამენტო სიას 2024 წლის არჩევნებისთვის ოპოზიციას ასევე წინასწარი არჩევნების გზით შეარჩევს. ამავე წესებით დაკომპლექტებდება ჩრდილოვანი კაბინეტი, ანუ ოპოზიცია წინსწარ იტყვის, ვინ რა პოსტს დაიკავებს მთავრობაში მათი გამარჯვების შემდეგ.