წულუკიანს პასუხს ევროკავშირი გასცემს - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი, თეა წულუკიანს ურჩევს, ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას დაელოდოს. საუბარია კულტურის მინისტრის განცხადებაზე, რომელმაც ოპოზიციის მოთხოვნას, ივანიშვილის ოლიგარქად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ცირკი უწოდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირს აბუჩად იგდებს, როდესაც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.
ქალბატონ წულუკიანს, ვფიქრობ, რომ ევროკავშირი გასცემს პასუხს, რა არის ცირკი და რა არ არის. იმიტომ,რომ შეიძლება ითქვას, რომ აბუჩად აიგდო „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მოთხოვნები და ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ, როდესაც ისინი დასცინიან როგორც ჩვენ საზოგადოებას, ასევე ევროკავშირს.
წულუკიანს ვურჩევ, რომ მოიცადოს წლის ბოლომდე, ნახოს, ევროპარლამენტი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს და ალბათ მას, რომლესაც წესით, ფრანგულადაც შეუძლია კითხვა, ინგლისურადაც, შეუძლია შემდეგ წაიკითხოს ერვოპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები, რომელიც კიდევ ერთხელ აუხსნის, ვინ არის ოლიგარქი ჩვენს ქვეყანაში, - თქვა სამადაშვილმა.