"ენმ"-სთან გაერთიანება დიდი შეცდომა იქნება - სალომე სამადაშვილი
ოპოზიციის გაერთიანებას და პრაიმერს სკეპტიკურად უყურებს სალომე სამადაშვილი.
პარტია „ლელოს“ ლიდერი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახით გაერთიანებას დიდ შეცდომას უწოდებს და ამბობს, რომ ეს წამგებიანი იქნება სხვა პარტიებისთვის.
ოპოზიციონერის თქმით, „ენმ“ იწვევს პოლარიზებას, რადგან მისი ამომრჩეველი ბოლო წლებია არ გაზრდილა.
ამიტომაც, სამადაშვილის განცხადებით, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი „ოცნების“ დასამარცხელბლად.
წინასაარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის გაერთიანება იქნება იქნება ძალიან დიდი შეცდომა და მარცხის ფორმულა ჩვენი აზრით. ეს არის პარტია, რომელიც პოლარიზებას იწვევს სწორედ იმით, რომ მისი ამომრჩეველი არ იზრდება უკვე წლების განმავლობაში. თუმცა მისი მხარდაჭერა არ არის საკმარისი „ოცნების“ დასამარცხებლად. დღეს ქართველი ხალხი ელოდება ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, „ლელო“ აპირებს, რომ სწორედ ეს ალტერნატივა შექმნას“. - ამბობს სალომე სამადაშვილი.