პროკურატურა მერიაში - ოპოზიცია კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს
ოპოზიცია დედაქალის მერიას კორუფციულ გარიგებაში მონაწილოებაში ადანაშაულებს. მათი თქმით, კახა კალაძე ქონებას და მიწის ნაკვეთებს ისეთ ადამიანებს აძლევს, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" არიან დაკავშირებული.
ხელისუფლების ოპონენტები სკანდალში გახვეულ მერს საკრებულოში, რიგგარეშე სხდომაზე, იბარებენ. ცნობილია, რომ კახა კალაძემ საკრებლოსი მისვლაზე ერთხელ უკვე განაცხადა უარი.
უცნობია, დაესწრებიან თუ არა ,,ქართული ოცნების" წევრები, დღეს, 4 საათზე, ჩანიშნულ სხდომას.
,,ლელოს“ წევრი, საბა ბუაძე, ყოფილი პრემირის მამუკა ბახტაძის გარემოცვისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საქმე კლასიკურ კორუფციასთან გვაქვს.
ამ მიწების მონაცველობა არის ძალიან კლასიკური, კორუფციული სქემა, სადაც 150 ათასი ლარის ღირებულების ქონებაში მუნიციპლიტეტმა გაცვალა მილიონ ნახევრის ღირებულების უძრავი ქონება. ამ კორუფციული სქემის უკან ჩვენ ვხედავთ ფიქტიურ მესაკუთრეებს და ეს მესაკუთრეები დაკავშირებული არიან თბილისის მერიის უმარლესი თანამდებობის პირებთან, რომელთა რეალური ინტერესიც არსებობდა ამ კორუფციულ ადგილმონაცვლეობაში“ - ამბობს საბა ბუაძე.
გახარიას თანაგუნდელი, საკრებულოს წევრი, გიორგი შარაშიძე, პირდაპირ ამბობს რომ პროკურატურა ვალდებულია, საქმეზე მაღალჩინოსნები დაიბაროს.
,,ძალიან იშვიათად ვხდევათ ჩვენ მაღალი თანამდებობის პირების დაბარებას. რა თქმა უნდა პროკურატურა არის ვალდებული, რომ პირველ რიგში მაღალი თანამდობების პირები, მათ შორის თბილისის მერი დაიბაროს გამოკითხვაზე და სწორედ აქედან გამომდინარე გაიგოს სიმართლე“- აცხადებს გიორგი შარაშიძე
,,ნოდარ მელაძის შაბათის" ინფრომაციით თბილისის მერიის მაღალჩინოსნების მიერ სახელმწიფოს კუთვნილი ქონების შესაძლო გაფლანგვის საქმეს პროკურატურა რამდენიმე თვეა იძიებს. ,,ტვ პირველმა" მოიპოვა სასამართლოს განჩინება, სადაც წერია რომ გამოძიება კალაძის უწყების თანამშრომლების მიმართ ორი მუხლით მიმდინარეობს.
საქმე ეხება მილიონ ნახევარი ლარის ქონებას, რომელიც კალაძემ ათჯერ უფრო ნაკლებ ქონებაში- პრემიერ ბახტაძის გარემოცვის წევრს გადასცა.