ივანიშვილი არის ქველმოქმედი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი - კალაძე

01.11.22 14:16
ივანიშვილი არის ქველმოქმედი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი - კალაძე

კახა კალაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის პროცესთან ბიძინა ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს.

თბილისის მერი ბიძინა ივანიშვილს პატრიოტ, ქვეყანასა და ხალზე შეყვარებულ ადამიანად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მან ბევრი სიკეთე გააკეთა ქვეყნისთვის.

ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წინა ხელისუფლების პერიოდში. მას უკავშირდება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სამხედრო ბაზების მშენებლობა, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-განახლება. წიგნებიც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით და დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ, სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ. ის არის ქველმოქმედი, მეცენატი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
 

მსგავსი სიახლეები