არ გამოვრიცხავ, ოპოზიციამ თქვას, დეოლიგარქიზაციის კანონი არ არის საჭიროო - არჩილ თალაკვაძე

01.11.22 15:36
არ გამოვრიცხავ, ოპოზიციამ თქვას, დეოლიგარქიზაციის კანონი არ არის საჭიროო - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე, არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებაზე უარი თქვას. 

რეკომენდაცია არ გულისხმობს კონკრეტული სახელებისა და გვარების ჩაწერას კანონში. როცა ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, ეს კანონი მივიღოთ, ვიღაცამ კულისებიდან რადიკალურ ოპოზიციას ჯოხი დაუქნია და უთხრა, შეწყვიტეთ მაგაზე საუბარი, რადგან შეიძლება, ამით თქვენ თვითონ მიიღოთ ზიანიო. 

ამის შემდეგ შეწყვიტეს საუბარი და არ გამოვრიცხავ, 2-3 დღეში ჩაატარონ ბრიფინგი და თქვან, საერთოდ ეს კანონი არ არის საჭიროო. ამას არ გამოვრიცხავ, რადგან კულისებში ეს განწყობა აქვთ. - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

რამდენიმე დღეა "ქართული ოცნების" წევრები აცხადებენ, რომ  დეოლიგარქიზაციის კანონი არა ივანიშვილს, არამედ დავით კეზერაშვილსა და ხაზარაძე-ჯაფარიძეს შეეხებათ.

მსგავსი სიახლეები