მორაგბეები იუსტიციის სამინიტროს წინააღმდეგ - სპორტსმენები საჯარო რეესტრს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ

01.11.22 15:50
მორაგბეები  იუსტიციის სამინიტროს წინააღმდეგ - სპორტსმენები  საჯარო რეესტრს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ

მორაგბეები  იუსტიციის სამინიტროს წინააღმდეგ - ვეტერანი სპორტსმენები  საჯარო რეესტრს დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ. საქმე რაგბის კავშირის არჩევნებს ეხება, როდესაც რეესტრმა კავშირის პრეზიდენეტის თანამდებობაზე ივანიშვილის პირადი მშენებელი, სოსო ტყემალაძე, დაარეგისტრია.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვეტერანმა მორაგბემ, ირაკლი აბუსერიძემ, გაასაჩივრა. საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლომ უკვე დაიწყო. ,,ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ირაკლი აბუსერიძე, ბიძინა ივანიშვილის პირად მშენებელს უჩივის და იმ არჩევნების შედეგების გაუქმებას მოთხოვს, რომლითაც რაგბის კავშირის პრეზიდენტად სოსო ტყემალაძეს აიჩიეს. ამბოხებული მორაგბეები სასამართლოში საქმის განხილვას წელიწადნახევარი ელოდებოდნენ. ამბობენ , რომ უნდა გაუქმდეს არჩევნების შედეგები.

სასამართლომ ჩვენი შუამდგომლობა დააკმაყოფილა. არასამუშაო დღეს შეცვალეს ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელი, ხმის მიმცემი ნამდვილი წევრი, ასე რომ ვთქვათ, ამხელა სახელმწიფო მანქანა ჩვენ გვებრძოდა. პირდაპირ გეტყვით, კლუბებზე მიდიოდა ზეწოლა. 

ისეთ ადამიანებზე კეთდებოდა მინდობილობები, რომელიც საერთოდ რაგბზე ნაყოფიც არ იყოს. - ამბობს ვეტერანი მერაგბე, ირაკლი აბუსერიძე.

საქალაქო სასამართლო რაგბის კავშირის არჩეული პრეზიდენტის, ირაკლი აბუსერიძის საქმის განხილვას დღეიდან იწყებს. რამდენიმე წუთის წინ, მოსამზადებელი სხდომა დასრულდა. შემდგომ სხდომებზე სასამართლო დარბაზში რაგბის კავშირის წარმომადგენლებიც გამოცხადდებიან. 

მსგავსი სიახლეები