პრაიმერისი ოპოზიციის ახალი სატყუარაა - თალაკვაძე
ოპოზიციის მიერ დაანონსებული პარაიმერისი „ქართული ოცნებისთვის“ სასაცილოა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების ეს წესი ოპოზიციის მიერ ხალხისთვის შეთავაზებული ახალი სატყუარაა.
როგორც თალაკვაძე აცხადებს, პრაიმერისზე საუბრით ოპოზიცია მის შიგნით არსებული პოლიტიკური კრიზისის შეფუთვას ცდილობს.
ეს საუბარი გამოიწვია იმან, რომ ოპოზიციის შეიგნით დაწყებულია რღვევის ძალიან სერიოზული პროცესი. ერთის მხრივ, ამიტთ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს ის კრიზისი და რღვევა გადაფაროს, რაც შიგნით მიმდინარეობს.
რა აქვთ სამომავლო გეგმა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩართული არ არიან.შესაბამისად, უკვე დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ თავიანთ ამომრჩეველს რაღაც ახალი შესთავაზონ. ვიტყოდი, რომ ეს არის ახალი სატყუარა“. - აცხადებს თალაკვაძე.
ოპოზიცია პრემიერობის საერთო კანდიდატის არჩევას წინასწარი არჩევნებით აპირებს. "პირველებმა" ოპოზიციის სამუშაო დოკუმენტი მოიპოვა, სადაც თამაშის წესებია გაწერილი.
ირკვევა, რომ პრაიმერისში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი მიიღებს და პრემიერობის კანდიდატსაც ისინი დაასახელებენ.