უნდათ პრაიმერისი ატარონ, უნდათ ყირაზე გადავიდნენ - ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე

01.11.22 15:30
უნდათ პრაიმერისი ატარონ, უნდათ ყირაზე გადავიდნენ - ცაგარეიშვილი ოპოზიციაზე

 „ოცნების“ წევრი გია ცაგარეიშვილი ოპოზიციას ავაზაკებად და კრიმინალებად მოიხსენიებს და ამბობს, რომ მათ უნდა პრაიმერისი ატარონ და უნდათ ყირაზე დადგნენ.

როგორც მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, ოპოზიციას პოლიტიკური ვნებები აწუხებს, რადგან ხელისუფლების გადატრიალებას ვეღარ ახერხებენ.

მე არ ვიცი, ვინ, სად, რას ატარებს, რომელ სადარბაზოში რა პრაიმერისს. უნდათ პრაიმერისი ატარონ, უნდათ ყირაზე გადავიდნენ, ოღონდ ჩვენს გარეშე, ქართველი ხალხის გარეშე. 2024 წლამდე დაიოკონ თავიანთი პოლიტიკური ვნებები. უკანა შესასვლელიდან ხელისუფლებაში ვერავინ შევა. ამას უნდა შეეგუოს ყველა. და ამ ავაზაკებს, ამ კრიმინალებს, სწორედ ეს ვნებები აწუხებთ, რომ ვეღარ ახერხებენ ხელისუფლების გადატრიალებას, როგორც მანამდე მოახერხეს". - ამბობს ცაგარეიშვილი.

ოპოზიცია პრემიერობის საერთო კანდიდატის არჩევას წინასწარი არჩევნებით აპირებს. "პირველებმა"  ოპოზიციის სამუშაო დოკუმენტი მოიპოვა, სადაც თამაშის წესებია გაწერილი.

ირკვევა, რომ პრაიმერისში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი მიიღებს და პრემიერობის კანდიდატსაც ისინი დაასახელებენ.

მსგავსი სიახლეები