ანტიკორუფციულ ბიუროს არავითარი დატვირთვა არ ექნება - მიხეილ დაუშვილი

01.11.22 17:45
ანტიკორუფციულ ბიუროს არავითარი დატვირთვა არ ექნება - მიხეილ დაუშვილი

"ქართული ოცნების"  მიერ დაანონსებულ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას ოპოზიცია აკრიტიკებს. პარტია ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი,  აცხადებს, რომ აღნიშნულ უწყებას არავითარი მნიშვნელოვანი დატვირთვა არ ექნება, თანაც მის ხელმძღვანელად კორუფციაში მხილებული პირის დანიშვნა იგეგმება.

ამ უწყებას არავითარი საგამოძიებო ფუნქცია არ ექნება, ის იმუშავებს მხოლოდ სტარატეგიებისა და დოკუმენტების შემუშავების კუთხით, ეს ერთი და მეორე, ამ უწყების ხელმძღვანელს ნიშნავს ის პირი (ღარიბაშვილი), რომელიც პრემიერის თანამდებობიდან გაუშვეს სწორედ კორუფციული რისკების გამო. 

ანუ ახლა ამ ორგანომ რა როლი უნდა შეასრულოს კორუფციასთან ბრძოლაში, წარმოუდგენელია - ამბობს გახარიას გუნდის წევრი, მიხეილ დაუშვილი.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ანტიკორუფციულიო სამსახურის შექმნით ევროკავშირის  მოთხოვნას ასრულებს, თუმცა ირკვევა, რომ ბიუროს ხელმძღვანელის დანიშვნის ბერკეტი ერთპიროვნულად ირაკლი ღარიბაშვილს ექნება.

 

 

მსგავსი სიახლეები