კალაძე კითხვებს კვლავ გაექცა - თბილისის საკრებულოს სხდომა ხელმეორედ ჩაიშალა
საკრებულოს სხდომა დღეს მეორედ ჩაიშალა - კალაძე საკრებულოში არც ამჯერად მივიდა. სხდომათა დარბაზში არც საკრებულოს თავმჯდომარე და არც ,,ოცნების" დეპუტატები შევიდნენ, ამიტომ სხდომა რამდენიმე წუთში დასრულდა.
ფაქტს ოპოზიციის მწვავე შეფასებები მოჰყვა:
ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გასაგებია. ვინაიდან არც საკრებულოს თავმჯდომარე, არც მისი პირველი და არც უხუცესი მოადგილე ადგილზე არ არიან, სხდომის გახსნა არ არის შესაძლებელი. შესაბამისად, რიგგარეშე სხდომა ვერ დაიწყება" - განაცხადა ,,ლელოს" დეპუტატმა საბა ბუაძემ.
ოპოზიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად დედაქალაქის მერი საკრებულოში მისვლისგან თავს იკავებს. ოპონენტებს მასთან ვაკის პარკის ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების გარდა კითხვები მერიაში არსებულ კორუციასთან დაკავშირებითაც აქვთ.
იმის ნაცვლად, რომ კახი კალაძე მოსულიყო დღეს რიგგარეშე სხდომაზე, მან არჩია დამალვა და კითხვებზე პასუხის თავის არიდება.
სხდომა ,,ქართული ოცნების" გამო ჩაიშალა - თქვა ირაკლი ნადირაძემ.