გვარამიას გამოშვება ოცნებას სისუსტედ ჩაეთვლება და მათთან ეს არ "მოსულა" - ოპოზიციის მოლოდინი
"დიდი ვარაუდით, გვარამია დატოვონ ციხეში, რადგან ის დაპატიმრებულია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივაციით"- ამის შესახებ "ტვ პირველს" "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ასეთი პროგნოზის გაკეთებას "ოლიგარქიული რეჟიმის თავზეხელაღებულობა" აძლევს.
არაოპტიმისტური მოლოდინი აქვს "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერ, ზურა ჯაფარიძეს.
ის (ბიძინა ივანიშვილი) ასე უყურებს, რომ გვარამიას გამოშვება ჩაითვლება სისუსტედ, სისუსტის ჩვენება კი არ "მოსულა", ისინი, ივანიშვილი და მისი გუნდი ასეთი ხალხი არიან.
ნიკა გვარამიას დაკავებამ, სერიოზული ზიანი მიაყენა ნაციონალურ მოძრაობას, თორემ მე და სხვა პატარა პარტიები რასაც ვაკეთებდით, იგივეს ვაკეთებთ. ჩვენში არაფერი შეცვლილა, შეიცვალა ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის გამქრალი, გამქრალია მათ შორის ორი მიზეზით: პირველი - სააკაშვილმა თქვა, რომ პოლიტიკიდან დისტანცირდა და მეორე - ის რომ ნიკა გვარამია დაიჭირეს"- თქვა ჯაფარიძემ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ხვალინდელი დღე ხელისუფლებისთვის ტესტი იქნება. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ხვალ გაირკვევა, მართლა სურს თუ არა ხელისუფლებას დეპოლარიზაცია.
გაირკვევა, მართლა სურთ თუ არა 12 პუნქტიანი გეგმის შესრულება თუ არა. ამ გეგმის შესრულების ნაწილში მნიშვნელოვანია, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გათავისუფლების გადაწყვეტილების მიღება. ამავდრიულად, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაზაყვანა. მხიოლოდ და მხოლოდ ამ ორი საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი დეპოლარიზაციის აღმოფხვრა"- აღნიშნა მან.
მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განაჩენი ხვალ, 11 საათზე გამოცხადდება. მოვლენათა ეპიცენტრი სააპელაციო სასამართლო იქნება.