ჯარიმა პატიმრობით შეიცვალა - სააპელაციომ ნიკა გვარამიას სასჯელი დაუმძიმა

02.11.22 11:37
ჯარიმა პატიმრობით შეიცვალა - სააპელაციომ ნიკა გვარამიას სასჯელი დაუმძიმა

სააპელაციო სამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ნიკა გვარამიას სასჯელი დაუმძიმა. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მიერ გამოტანილი 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეცვალა.

საპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია  „რუსთავი 2“-სთვის  ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტზე, ასევე „პორშეს“ ეპიზოდზე დამნაშავედ გამოაცხადა.

საბოლოო ჯამში, მედია მენეჯერს სასჯელის სახედ და ზომად 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები